leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი იაკობაშვილი: ჰერჩინსკი ერთბაშად 30 000 გვამს და ზედ გეი-პარადს ითხოვს!

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პოლონელი დიპლომატის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება და მას პირდაპირ მუქარას უწოდებს.

„მითხარით, რა ჰქვია ამას?

“თქვენ, ქართველები, თუ თქვენი ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა, მაშინ საქართველო დაკარგავს სრულად ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების წინ პერიოდისკენ”.

ეს არის პირდაპირი მუქარა, მაშინ, როდესაც, შეეძლო ტკბილად, დაყვავებით, ენის მოჩლექით ეთქვა: – თუ ქართველები თქვენი ხმებით
მკვლელებს, ქურდებს, მოძალადეებს და რეკეტიორებს აირჩევთ, პრემია იქნება დიდი”.

პრინციპში, ასეც გამოუვიდა და ახლა ის მითხარით, რით განსხვავდება ჰერჩინსკის ეს მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის ცნობილი მოთხოვნისგან – “ორი გვამი მინდა. მომიტანეთ ორი გვამი. პრემია იქნება დიდი”.

განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია – „ნაციონალური მოძრაობა“ დღეში ორ გვამს მოითხოვდა, ჰერჩინსკი ერთბაშად 30 000 გვამს და გვამებზე გეი-პარადის ჩატარებას ითხოვს!“, – წერს გიორგი იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ