დონალდ ტრამპი: ზელენსკის არ უნდა დაეშვა ომის დაწყება, ომი მარცხია

“ზელენსკის არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება, ომი მარცხია”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პატრიკ ბეთ-დევიდთან პოდკასტში საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი დამნაშავეა არა მხოლოდ ომის დაუსრულებლობაში, არამედ დაწყებაშიც მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.

„ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა დავეხმარო, რადგან ძალიან ვწუხვარ იმ ხალხის გამო. ზელენსკის არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება, ომი მარცხია”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე იხილეთ