leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: უკვე ცალსახად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ემზადება ოპოზიციურ სპექტრში გადანაცვლებისთვის

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მოსამართლე მაია კოპალეიშვილის ნიკა გვარამიას პარტიაში გაწევრიანებას „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

„უკვე ცალსახად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ემზადება ოპოზიციურ სპექტრში გადანაცვლებისთვის. ფაქტობრივად, იმან, რომ მაია კოპალეიშვილი შეუერთდა ნიკა გვარამიას, ცხადად წაშალა საზოგადოებაში ყველანაირი ზღვარი და მიჯნა, რომელიც არსებობდა სალომე ზურაბიშვილსა და იმ რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ნიკა გვარამიას პარტიის ახალი წევრი მაია კოპალეიშვილი გახდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა.

ასევე იხილეთ