leaderboard_below_slide
left_sabechdi

სამველ მანუკიანი: ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა მაძლევს იმის იმედს, რომ 26 ოქტომბერს უპირობოდ გავიმარჯვებთ – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ახალქალაქის სოფლების: გომანის, ზაქვის, თირკნას, ბუღაშენის, ბალხოსა და ოლავერდის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.

ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

„ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა მაძლევს იმის იმედს, რომ 26 ოქტომბერს უპირობოდ გავიმარჯვებთ!“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.

ასევე იხილეთ