პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი თელავის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.