leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება – ამას თავად აღიარებენ

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს ეხმიანება, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება მანიპულაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად. დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 1 კვირა დარჩა და წინასაარჩევნო გარემო მშვიდია. მისი თქმით, თავად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და აღნიშნავენ, რომ შედეგები ვერ გაყალბდება.

„სულ რაღაც 1 კვირა დარჩა არჩევნებამდე, მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია გაყალბება. ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება – ამას თავად აღიარებენ ანუ მიზეზი აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე ქმედებას მიმართო“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ასევე იხილეთ