leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: მიმდინარეობს ევროკავშირის ქვეყნებიდან იქნება თუ აშშ-დან, კონკრეტული ლობისტური ჯგუფების მხრიდან ორგანიზებული წინასაარჩევნო კამპანია, რომლებიც ლობირებენ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”

“ასეთი განცხადებები გახშირდა, რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები. ვისმენთ არაობიექტურს, ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტის მქონე განცხადებებს. განცხადებებს, რომელიც არც ერთ კომპონენტში, არც ერთი კუთხით, არც ერთი არსით არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში დგას”,– აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, დასავლელი ლიდერების კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

მისი თქმით, მსგავს განცხადებებს საზოგადოება უკვე შეეჩვია და ამ ყველაფერმა ერთგვარი ტრაგიკომედიის სახე მიიღო.

„შეგვაჩვიეს ასე ვთქვათ, ტრაგიკომედიად იქცა საზოგადოებისთვის, როდესაც ხედავენ ასეთ მაქსიმალურ ჩართვას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში და განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ. ცალსახად და ნათლად, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ ობიექტურად ეს არის შესატანი ყველა ანგარიშში, რომ მიმდინარეობს კოლექტიურად ევროკავშირის ქვეყნებიდან იქნება თუ აშშ-დან, კონკრეტული ლობისტური ჯგუფების მხრიდან ორგანიზებული წინასაარჩევნო კამპანია, სამწუხაროდ მაღალი თანამდებობის პირებიც ჩაერთნენ, რომლებიც ლობირებენ პირდაპირ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და თითოეულ მათ დანაყოფს, რომლებიც ოპერირებენ დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე და არიან ღიად, დაუფარავად ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ლობირებენ ისეთ პირებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებულები იყვნენ ბიზნესის რეკეტით და ადამიანების წამებით.

„როდესაც ასეთ ძალებს, რომელმაც ომს, პირდაპირ ქვეყნის ღალატს მოაწერა ხელი, ზოგი პროკურორის პოზიციიდან, ზოგი ბანკირის პოზიციიდან პირდაპირ ყვლეფდა და ამყარებდა ფაშისტურ მმართველობას ქვეყანაში და ახლა ამ ყველაფერს განაგრძობენ დესტრუქციული ოპოზიციის ფლანგიდან და ამ ძალას, როდესაც აპოზიციონირებ, როგორც დემოკრატიის შუქურად და ძალას, რომელმაც ამოასუნთქა ქვეყანა და ძალას, რომლის მმართველობის პერიოდში, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შენ ეუბნები ქართველებს, რომ ეს დემოკრატიული უკუსვლაა, ეს არის პირდაპირ თავხედურად თეთრზე შავის საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ