leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარაფარიკაობა | ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები (ხმლით ფარიკაობა) გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჩვენმა პარამოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირის ნახევარფინალში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 43:45 წააგეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი განაგრძობენ ასპარეზობას კონტინენტის პირველობაზე. ხვალ,9 მარტს ჩვენი გოგონები რაპირით ბრძოლაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ასევე იხილეთ