ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქ ვერ ქმნიან ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს და პირდაპირ არიან თავიან პატრონებზე, მათ განცხადებებზე დამოკიდებულები
“საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ აქ ვერ ქმნიან ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს და პირდაპირ არიან თავიან პატრონებსა და მათ განცხადებებზე დამოკიდებულები”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ ვერ ხერხდება პარტნიორებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის პროგრესთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
“ოპოზიციას კარგად შევარქვით სახელი, „უსამშობლოები“ და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ აქ ვერ ქმნიან ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს და პირდაპირ არიან თავიან პატრონებზე, მათ განცხადებებზე დამოკიდებულები. რა თქმა უნდა, მათი პასუხი და რეაქცია ყველა განცხადებებზე იქნება ისეთი, როგორიც არის და როგორსაც ვისმენთ.
რაც შეეხება, თუ როგორ აქვთ ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ არ ჰქონდეთ ობიექტური მონაცემები და ინფორმაცია. ეს ხომ საჯარო წყაროებიდან არის, 21-ე საუკუნეში ვართ.
შენ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ხარ, როდესაც ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა ხარ, ღიად, ნათლად გიგაურს, ლომჯარიას, „ისფედს“, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს იბარებ, ისმენ და აპოზიციონირებ მათ, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელს, ქართველი ხალხის ხმად, ეს იქნება კონგრესში თუ სენატში, ან ევროპარლამენტის კედლებში, ამით ყველაფერი ნათელია. შენ როდესაც რეზოლუციებს იღებ, ანგარიშებს იღებ, რომელიც პირდაპირ, 2007-2008 წლებში და მათი მმართველობის პერიოდში თანაშემწეების მიერ არის მომზადებული, შემდეგ ეს გაგაქვს ევროპარლამენტში კენჭის საყრელად, ესეც ნათელია საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.