leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილზე: არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, მას კიდევ ერთხელ გავცემთ პოლიტიკურ პასუხს

“წარმოიდგინეთ რა დონეზე მართულია ადამიანი, როდესაც არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, პრეზიდენტად წოდებულს დავალებას აძლევ, გამოდის და საარჩევნო შტაბის გახსნას აანონსებს პრეზიდენტის სასახლეში, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო კონსტიტუციასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

“თითოეული მათი სიტყვა, ნაბიჯი, შეკრება ეს ყველაფერი არის არაკონსტიტუციური და გაცდენილი ყველა სამართლებრივ ჩარჩოს. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური ამბიციები და პირველ რიგში ფიქრობს მის პოლიტიკურ მომავალზე, რაც დამერწმუნეთ, არ გააჩნია. არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, მას კიდევ ერთხელ გავცემთ პოლიტიკურ პასუხს”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ