კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმ ფაქტს, რომ ბირთვული იარაღი უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის ქვეყნების მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინის დღევანდელმა პოლიტიკურმა მმართველობამ ამის შესახებ (ბირთვულ იარაღზე) არაერთხელ მკაფიოდ ისაუბრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისი მწვავე ფაზაში გადავიდა. ასეთი მუქარა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სათანადო რეაქციას გამოიწვევს და შემიძლია, მყისიერად ვთქვა – რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.