მომღერალი ბექა ჩხაიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია, ხმა მისცეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლო წარსულში ერის 50%-ზე მეტს უბედურება განაცდევინა.
„უბედურება, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რაც პირადად მე გამოვცადე, მაგრამ მე გამოვცადე 1% იმ საშინელებიდან, რაც გამოცადა ერის 50%-მა და მეტმა. როგორ შეიძლება, მისცე იმ ადამიანებს ხმა?! გადარქმეული პარტიული სახელები რომ აქვთ, ესენი ხომ ყველა ერთნი არიან“, – განაცხადა ჩხაიძემ.