leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა ქადაგიშვილი: ჩემნაირი ადამიანები არ უნდა გაჩუმდნენ, რადგან მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა საშინელებებს ჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“

„სახელმწიფოებრივ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ ჩემნაირი ადამიანები არ უნდა გაჩუმდნენ, სულ უნდა ილაპარაკონ, რადგან მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა საშინელებები ჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლმა, ნანა ქადაგიშვილმა.

„ამ ფაშისტებს საკუთარი ხალხი ეზიზღებოდათ და 300 ათასი ოჯახი გაამწარეს. ჩემი ისტორია იმდენად რთულია, არ ვიცი რამდენი გადაცემა დაიტევს. როდესაც შევარდნაძემ გაიმარჯვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ მოწყობა. ამ დროს ჩემი მეუღლე გივი თარგამაძემ დაიბარა და უთხრა, რომ „ვარდების რევოლუცია“ უნდა დაეფინანსებინა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ვერ დააფინანსებდა, რადგან ბანკი უცხოელების იყო და ის მხოლოდ იმათ ინტერესებს იცავდა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ „შავ სიაში“ შეგვიტანეს.

ბანკში იყო სერიოზული იურიდიული დეპარტამენტი და დათო სააკაშვილმა შემოუთვალა ჩემს მეუღლეს, რომ იურისტები ყველა გაეთავისუფლებინა და ისინი თავისი იურიდიული სამსახურით შევიდოდნენ ბანკში. ჩემი მეუღლისთვის ასეთი ქმედებები მიუღებელი იყო. მე ვიცოდი სააკაშვილის ხასიათი და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მასთან ასეთი პირდაპირი ნუ იქნებოდა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ამას არ გააკეთებდა და იურისტებს არ გაუშვებდა. მაგრამ, ბოლოს იურისტების გაშვება მაინც მოუწია და პრაქტიკულად ბანკში დაიმკვიდრეს ადგილი. ყოველ საღამოს, როდესაც ბანკის საცავი იხურებოდა, ყოველ დღე ფული გაჰქონდათ. ეს იყო ჩემი მეუღლისთვის შოკი. ამიტომ, მან დაიწყო ხმამაღალი საუბარი ბანკში. მე ვფიქრობ, მოსასმენი აპარატები ბანკში უკვე დამონტაჟებული ჰქონდათ და რასაც ვლაპარაკობდით, ყველაფერს ისმენდნენ.

2004 წელს ბანკში სპეცრაზმი შემოვარდა. ბანკის თანამშრომლებს ეგონათ, რომ დაყაჩაღება იყო. პირველ დღეს ყველა დაიჭირეს“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ