„მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო – გავაკეთოთ სწორი არჩევანი იმისათვის, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოში, რომ ჩვენმა შვილებმა მშვიდად შეძლონ ქუჩაში გასვლა და შინ დაბრუნება”, – განაცხადა გარდაცვლილი პაატა ქარდავას შვილმა, ბექა ქარდავამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„მინდა ყველას მივმართო, რომ ამ გადამწყვეტ ჟამს, ყველა ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. კმარა საქართველოს ჰყავდეს დატანჯული და განადგურებული ოჯახები. საკმარისია ის, რაც მოხდა. მინდა ყველა ქართველს ჰქონდეს ლამაზი და მშვიდი ცხოვრება. ერთი დიდი ჯაჭვი შევკრათ და დავასრულოთ ამ ჯალათების თარეში საქართველოში“, –აღნიშნა პაატა ქარდავას შვილმა.

ასევე იხილეთ