ტიერი მარიანი: მახსოვს რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ვინ მოვიდა თქვენს დასახმარებლად? რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ?

„ქართველი ხალხი ჭკვიანია, იცის სიტუაციის რეალობა, იცის გეოპოლიტიკური საფრთხე, რომელიც არის რეგიონში. მე უბრალოდ უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ყველაზე ცუდი სურვილი არის ომის სურვილი, ხოლო საუკეთესო სურვილი ყოველთვის მშვიდობის სურვილია”, – განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„მე წინააღმდეგი ვარ ჩარევის, ამიტომ ქართველი ხალხისთვის რჩევა არ მაქვს. ქართველი ხალხი ჭკვიანია, იცის სიტუაციის რეალობა, იცის გეოპოლიტიკური საფრთხე, რომელიც არის რეგიონში. მე უბრალოდ უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ყველაზე ცუდი სურვილი არის ომის სურვილი, ხოლო საუკეთესო სურვილი ყოველთვის მშვიდობის სურვილია. ყველა, ვინც გიბიძგებთ კონფლიქტში შესვლისკენ… ვიმეორებ 2008 წელს მარტო დარჩით და მგონია, რომ თუ კონფლიქტში შეხვალთ, კვლავ მარტო დარჩებით. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მშვიდობის სურვილია. ქვეყანა, რომელიც ომშია… საბედნიეროდ, ეს ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში განიცადეთ 2008 წელს, მაგრამ იცით, რა არის ეს და ერთადერთი რჩევა, რომელიც უნდა ვუთხრა ქართველებს, არის ის, რომ აირჩიონ თავიანთი სულით და სინდისით გამოსავალი ქვეყნის სტაბილურობისთვის. გამოსავალი, რომელიც არ მიგიყვანთ ავანტიურისკენ, სადაც ზოგიერთს სურს გიბიძგოთ. ქართველები გააკეთებენ არჩევანს. ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც რჩევებს აძლევენ ქართველებს, მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრები არ არიან ისინი, ვინც სწორი მიმართულებისკენ გიბიძგებენ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ძალიან ადვილია, როცა საფრანგეთში, იტალიაში ან ესპანეთში ხარ, თქვა: „ქართველებო, თქვენ უნდა დაუწესოთ სანქციები თქვენს მეზობელს, თქვენ უნდა დაუწესოთ სანქციები თქვენს მთავარ [სავაჭრო] პარტნიორს, შესაძლოა, სამხედრო ქმედებებიც კი განახორციელოთ მეორე ფრონტის გასახსნელად“.

„მახსოვს რაც მოხდა 2008 წელს, მახსოვს რჩევა, რომელიც ზოგიერთებმა მისცეს საქართველოს 2008 წელს და მერე ჩემზე უკეთ იცით, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ვინ მოვიდა თქვენს დასახმარებლად? რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა შეერთებულმა შტატებმა? რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა ევროპამ? ვიმეორებ, მრჩევლები არ არიან ისინი, ვინც საფასურს არ იხდიან. არ მგონია, საქართველოს რაიმე ინტერესი ჰქონდეს იმ კონფლიქტში შესვლის, რომელიც მისი არ არის. თქვენი მთავრობა გადაწყვეტს რა სურს, მაგრამ ფრონტის გახსნა ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელთა დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება… ვიმეორებ, ვინ მოვა თქვენს მხარდასაჭერად?! იოლია სანქციებისკენ მოწოდება, როცა საქართველოს საზღვრიდან ან რუსეთის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში იმყოფები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრჩევლები არ არიან ისინი, ვინც საფასურს არ იხდიან“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა..\

ასევე იხილეთ