ნიკა გაბელია: ევროპა თავიდან ბოლომდე არის ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კონტინენტი, მაგრამ ახლა მათ ეს მთავარი ნიშა დაკარგული აქვთ

„ომზე ნუ გველაპარაკებიან, ჩვენ მათზე მეტ, ბევრად მრავალრიცხოვან ერთან გვაქვს ნაომარი. ისე გვესაუბრონ, როგორც არა პატარა ძმას და მეგობარს, არამედ როგორც უფროს მეგობარს. მერე რა, რომ პატარები ვართ, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ისეთი სულის მატარებელი ერი ვართ”, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისი თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ევროპისთვის.

„დასავლეთს რა უნდა, ვერ გავიგე. ღრმა პოლიტიკურად რომ არ იყო ადამიანი ჩახედული, მაინც ვერ იგებ ასე არასამართლიანად რატომ გეპყრობიან. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული ევროპისთვის. ევროპა თავიდან ბოლომდე არის ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კონტინენტი, თავის ქვეყნებით და ამბებით. ეს მთავარი ნიშა მათ დაკარგული აქვთ. თუ ქრისტიანები არიან იქ დღეს, ჩვენ ამაში ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის, თუნდაც იმ ფაქტით, რომ ჩვენ ვიდექით ფარად და არ ვუშვებდით იმ ძალას, რომელიც ევროპისკენ დასაპყრობად მიდიოდა. ან ვაკეთებდით ისეთ რამეს, რომ ვაჩერებდით ან ვმარცხდებოდით, მაგრამ იმ ძალას კარგავდნენ და ვეღარ მიდიოდნენ დასაპყრობად. ამაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. ომზე ნუ გველაპარაკებიან. ჩვენ მათზე მეტი, ბევრად მრავალრიცხოვან ერთან გვაქვს ნაომარი. ისე გვესაუბრონ, როგორც არა პატარა ძმას და მეგობარს, არამედ როგორც უფროს მეგობარს. მერე რა, რომ პატარები და ცოტანი ვართ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ისეთი სულის მატარებელი ერი ვართ, რომ ჩვენზე შეიძლება წიგნები და ფილმებიც გადაიღონ, მაგრამ არ ხდება, არ აინტერესებთ და არ უნდათ“, – აღნიშნა გაბელიამ.

მისივე თქმით, ევროპას საქართველოს ხელისუფლებაში სურს ისეთი ძალა, რომელიც მისი ყურმოჭრილი მონა იქნება და გააკეთებენ იმას, რაც მათ სურთ.

„ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ესენი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ჩვენ კონტრშეტევაზე დავიჭერთ, დიდი ზეწოლა არის, მაგრამ ჩვენ კონტრშეტევა ძალიან კარგი გვაქვს ქართველებს და 26 ოქტომბერს გამოჩნდება ეგ. ამ ადამიანებს ერთადერთი სურვილი რაც აქვთ, მარტივად რომ შევხედოთ, უნდათ მეორე ფრონტის გახსნა. ამას ჩვენ ვხედავთ, აღვიქვამთ და ვგრძნობთ. შავ ღრუბლებში ვიყავით გახვეული და ისინი გვეუბნებოდნენ, რომ არა, მზე არის ჩვენთან, აცხუნეთ მას, რადგან ის მიგიყვანთ სინათლეში და ახლა ჩამობნელდა, როცა სიტყვის თავისუფლება გვაქვს. თუ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს ქუჩის გამოკითხვას რომ ატარებდნენ და ამბობდნენ, თქვით რამე ხელისუფლებაზე ცუდი, ხალხი ვერაფერს ამბობდა. აბა ახლა გავიდნენ, ვისაც რა უნდა იმას იტყვის. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდი, რაც გააკეთა დღეს ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლება, რითაც დგას ევროპა“, – განაცხადა გაბელიამ.

ასევე იხილეთ