„Google-ის საძიებო სისტემაში “რეციდივისტების” ძებნისას აგდებს მხოლოდ თეთრკანიან კრიმინალებს, Disney იღებს ანიმაციურ ფილმს აფროამერიკელი ქალთევზას თაობაზე, Netflix-ს ალექსანდრე მაკედონელი “იმნაირად” გამოჰყავს, ხოლო ლუდსახარშმა Bud-მა ტრანსგენდერებისთვის სპეციალური ლუდი გამოუშვა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, Victoria Secret-მა გააუქმა ლამაზმანი გოგონების ჩვენება და ჩაანაცვლა ისინი ტრანსგენდერებით, ლგბტ-ს დანარჩენი პერსონაჟებით და XXXXL-მოდელებით.
„ესეც სარვამარტო გენდერული საგიჟეთი. მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა Victoria Secret-მა გამოუშვა გამომწვევი სექსუალური ქალის თეთრეულის “ხაზი”, რის გამო მათ თავს დაესხნენ ჩვენი “ღირსების კავალერს”, ბაია პატარაიას ამერიკელი ფემინისტი კოლეგები.
კომპანიასაც შეეშინდა, მან გააუქმა ლამაზმანი გოგონების ჩვენება და ჩაანაცვლა ისინი ტრანსგენდერებით, ლგბტ-ს დანარჩენი პერსონაჟებით და XXXXL-მოდელებით. შედეგად, ამან გამოიწვია კომპანიის აქციების კატასტროფული გაუფასურება (იხ. ფოტო).
ეს არის უკვე მერამდენე მაგალითი, როდესაც Google-ის საძიებო სისტემა “რეციდივისტების” ძებნისას აგდებს მხოლოდ თეთრკანიან კრიმინალებს, Disney იღებს ანიმაციურ ფილმს აფროამერიკელი ქალთევზას თაობაზე, Netflix-ს ალექსანდრე მაკედონელი “იმნაირად” გამოჰყავს, ხოლო ლუდსახარშმა Bud-მა ტრანსგენდერებისთვის სპეციალური ლუდი გამოუშვა“, – წერს ქართველიშვილი.