22 ოქტომბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია თემაზე „ტყის ეკოსისტემები“ გაიმართება
22 ოქტომბერი – ხის დარგვის საერთაშორისო დღეა.
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყოველი ადამიანი წელიწადში ერთ ხეს მაინც რგავს – ასეთი მომავლისკენ გვიხმობს ხის დარგვის საერთაშორისო დღე, რომელსაც 22 ოქტომბერს აღვნიშნავთ.
ხეები ასრულებენ მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას ჩვენს გარემოში. ნახშირორჟანგის შთანთქმითა და ჟანგბადის გამოყოფით ისინი ასუფთავებენ და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს გლობალური კლიმატის ცვლილების რეგულირებას. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ ჰაბიტატს მრავალი სახეობის ცხოველისა და მცენარისთვის, რითაც უზრუნველყოფენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
ხეები არეგულირებენ წყლის ციკლს, ხელს უწყობენ ნიადაგის ეროზიის პრევენციას და წყლის შენახვას. ურბანულ გარემოში კი ისინი ამცირებენ ხმაურს და ქმნიან ჯანსაღ ატმოსფეროს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას და 22 ოქტომბერს, სამშაბათს, 15:00 სთ-ზე, გთავაზობთ უფასო შემეცნებით ტურს ბაღის ტერიტორიაზე და ლექციას თემაზე – „ტყის ეკოსისტემები“.
21 ოქტომბრის ჩათვლით აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე: http://surl.li/ujihcw