ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც 50 ღვინის მწარმოებლების პროდუქცია წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყო.
ფესტივალისადმი დიდ ინტერესზე როგორც მონაწილე მარნების, ისე სტუმრების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების მხარდაჭერაა. მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს.
ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.