leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული!

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ქართველებს არ სჭირდებათ იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს,  შესაძლოა აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია.

ივანიშვილმა ზემოთ ხსენებულ ახალგაზრდებს შეახსენა, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა.

„დღეს აქ უამრავ ჩვენს ძველ და უკვე ახალ თანამებრძოლს ვხედავ, რომელთაც, ისე, როგორც ჩვენს ხალხს, არ სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც შესაძლოა აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, მოკლედ შევახსენებ:

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული!

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა!

მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ