პაატა სალია: მჯერა, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყანა ღირსეულად მიიყვანოს იმ მიზნებამდე, რაც არის გაცხადებული როგორც კონსტიტუციით და რაც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის
“პოლიტიკაში ჩართვა ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ეს ასევე იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა. ბევრი ფიქრის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება, რადგან პირველ რიგში, მაქვს იდეური თანხვედრა იმაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს”, – განაცხადა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა პაატა სალიამ.
„ვხედავ, რომ ქვეყანა დგას გარდამტეხი არჩევნების წინაშე. ამ მნიშვნელოვან დროს და გარდამტეხ პერიოდში „ქართული ოცნებისაგან“ მივიღე შემოთავაზება, პარტიაში გავწევრიანებუვლიყავი. ბევრი ფიქრის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება, რადგან პირველ რიგში, მაქვს იდეური თანხვედრა იმაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პოლიტიკური განცხადებები არ გამიკეთებია, ყოველთვის ვიყავი ამ გუნდის მხარდამჭერი.
მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელსაც შესწევს უნარი, ეს ქვეყანა ღირსეულად და მშვიდობით მიიყვანს იმ მიზნებამდე, რაც არის გაცხადებული, როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. ესენია: სიღარიბის დაძლევა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.