leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა სალია: დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდება მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ევროპული კურსიდან არასდროს გადაუხვევია

“ვფიქრობ, დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდება მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თავისი მოქმედებებით არასდროს გადაუხვევია ევროპული კურსიდან”, – განაცხადა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა პაატა სალიამ.

„ყველა ამოცანა, ყველა ვალდებულება, რაც განსაზღვრული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებისას, პირნათლად სრულდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული შესასრულებელი ამოცანა არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, რასაც მხოლოდ ერთი მხარე ვერ შეუწყობს ხელს. ვხედავთ, რომ პოლარიზაცია მწვავდება იმის გამო, რომ არ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი. ოპოზიცია არ ფიქრობს მთავრობას ხელი შეუწყოს პოზიტიური რეფორმების განხორციელებაში, აქ არის ყოველთვის ნეგატივზე ორიენტაცია. ადამიანებზე ბულინგი და მორალური ტერორიც ხშირ შემთხვევაში პოლარიზაციის გამოხატულებაა“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე იხილეთ