პაატა სალია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე: ეს მსოფლიოსთვის ახალი არ არის, სამართლებრივადაც შესაძლებელია – ისტორიას ახსოვს დემოკრატიული ქვეყნების მიერ გასამართლებული რეჟიმები
პაატა სალიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო დონეზე აკრძალვა სამართლებრივად შესაძლებელია. როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა „ქრონიკაში“ აღნიშნა, ისტორიას ახსოვს დემოკრატიული ქვეყნების მიერ გასამართლებული რეჟიმები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი სისტემური დანაშაული ხდებოდა. გასაგებია, რომ ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის დაისაჯნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს იმ სისტემური დანაშაულების გამო იმ რეჟიმის პოლიტიკურ გასამართლებაში. ეს არ არის მსოფლიოსთვის ახალი, სამართლებრივადაც შესაძლებელია. კონკრეტულად როგორ მოხდება, რა პროცედურებით ეს უკვე მომავლის თემაა“, – აღნიშნა პაატა სალიამ.