leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვთავაზობთ და არა მხოლოდ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს, საზოგადოებას ობიექტურ, გადამოწმებულ, ვერიფიცირებულ ინფორმაციას

“ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვთავაზობთ და არა მხოლოდ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს, საზოგადოებას ობიექტურ, გადამოწმებულ, ვერიფიცირებულ ინფორმაციას”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომელიც შემდგომ თავად აძლევს საზოგადოებას გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

„ასევე, ობიექტური ინფორმაციის არსებობა მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიების შემთხვევაშიც, იმიტომ, რომ ამაზე საუბრობს ასევე საერთაშორისო კარგი პრაქტიკა, ამაზე საუბრობს საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მიუთითებს შესაბამისი მეთოდოლოგიის არსებობაზე სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რაც არ უნდა მრავალმხრივი იყოს ინფორმაცია, ვისაც ის ეხება, როგორც მინიმუმ, უნდა გადამოწმდეს, ისევე, როგორც სხვა ჩართულ მხარეებთან. მხოლოდ ამ ინფორმაციის კონსოლიდაციის შედეგად უნდა განხორციელდეს ანალიზი და სათანადო დასკვნებიც განხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კარგი სტანდარტი, რომელიც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, დამკვირვებელი ორგანიზაციები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, პირველ რიგში, მათი უფლებამოვალეობის შესახებ, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს და მეორე რიგში, ასევე მნიშვნელოვანია ფლობდნენ ინფორმაციას თავად კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ, რათა ამ ინფორმაციის არფლობამ არ გამოიწვიოს რაიმე ქაოსი და არ გამოიწვიოს რაიმე გაუგებრობები კენჭისყრის პროცესთან მიმართებაში. თავის მხრივ, ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, მაქსიმალური დაკვირვების შესაძლებლობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ორმხრივი და ყველა მხარემ, რა თქმა უნდა, იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამიტომ, ამ მხრივ, სადამკვირვებლო მისიებს გააჩნიათ ასევე დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ისეთ შემთხვევას ყურადღების გარეშე, რომელიც არ ეფუძნება გადამოწმებულ, ვერიფიცირებულ ინფორმაციას და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ასახავს გარკვეულ ცალმხრივ შეფასებებს. ეს არის ძალიან საკვანძო ამ პროცესისთვის და ამაზე საუბრობს საერთაშორისო პრაქტიკა. ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მჭიდრო კომუნიკაციაში ყოფნა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მუდმივად მიმოვცვალოთ ინფორმაცია და მოვახდინოთ მათი სწორი და ობიექტური ინფორმაციით აღჭურვა, რათა მათ ჰქონდეთ სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს, საზოგადოებას და ამომრჩეველს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე იხილეთ