leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვილი სანიოლის კანდიდატურა განიხილება

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვილი სანიოლის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ირლანდიური მედია წერს.

ამ ეტაპზე ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ჯონ ო’ში ასრულებს. მისი ჩანაცვლება ლი კარსლით იგეგმებოდა, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობს, თუმცა კარსლიმ უარი თქვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ახლა ყველა კონცენტრირებულია ლუქსემბურგის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩზე.

„ჯერ ნახევარფინალი უნდა მოვიგოთ. მერე რა იქნება, ახლა არ აქვს მნიშვნელობა. სანიოლს კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს და ყველანი ვემზადებით 21 მარტის მატჩისთვის“, – აღნიშნა იაშვილმა.

ასევე იხილეთ