ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის გამართულ მარშზე ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს აქციაზე იწვევს და წამოცდენით სიტყვა -“მონას” ამბობს.
“გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, რაც ახასიათებთ “ნაცბაბლის” ტრაგიკომიკურ სპიკერებს. ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები კი სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს. 26 ოქტომბრის სამართლიან საზოგადოებრივ ვერდიქტამდე რამდენიმე დღე დარჩა”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.