leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან გაჩეჩილაძე: პრაქტიკულად ყველაფერი იკადრეს ჩემ წინააღმდეგ, უამრავი ტყუილი თქვეს ჩემზე და შესაბამისად მოახერხეს, რომ ჩემი დემონიზაცია მოეხდინათ

„7 ნოემბრის აქციებს უკვე პრორუსული აქციები დაარქვეს და კინოც კი გადაიღეს „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, სადაც აღნიშნული იყო, რომ მთელი ეს აზვირთებული ხალხი კრემლის აგენტურას და ჯაშუშებს წარმოვადგენდით”, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ასეულობით ადამიანი იქნა დაჭერილი, გატაცებული და წაყვანილი მარტო არჩევნების დღეს. ერთ-ერთი უბნიდან მე მქონდა ოქმი, რომელიც ჩემმა უბნის წარმომადგენელმა მომიტანა და სადაც ეწერა, რომ 400 ხმა მე მივიღე და 100 მიიღო მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ცესკოში მივიდა ოქმი, სადაც 1500 ხმა მიიღო მიხეილ სააკაშვილმა, 0 ხმა მივიღე მე.

სანამ ცესკო გამოაცხადებდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მანამდე მიულოცა ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს პრეზიდენტობა. ჯერ დაუთვლელი იყო ხმები და მაშინ მიულოცა, აქ ოპოზიცია ვერაფერს ვერ გააკეთებდა.

პრაქტიკულად ყველაფერი იკადრეს ჩემ წინააღმდეგ, უამრავი ტყუილი თქვეს ჩემზე და შესაბამისად მოახერხეს, რომ ჩემი დემონიზაცია მოეხდინათ, მაგრამ მე ჩემი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე არ მინდოდა არც სისხლისღვრა, არც შენობაში შევარდნა და მე არ მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი ლიდერი, რომელიც რამდენიმე ათეული წლით უკან დახევდა საქართველოს.

შეიძლება პროპაგანდისტულად და მედიურად დასავლეთში სააკაშვილის რეჟიმი ჩანდა, როგორც დემოკრატიის შუქურა, მაგრამ აქ იყო უმკაცრესი ავტოკრატიული რეჟიმი, ადამიანი იდგა კანონზე მაღლა. სასამართლოზე და პარლამენტზე მაღლაც. დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ მისი ნოტარიუსები“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე იხილეთ