პასკალ ლოტასი: უფრო დიდი სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან გამოიყენონ პატარა სახელმწიფოები, როგორც ინსტრუმენტი

უკრაინელებმა რამდენიმე მიზეზის გამო აირჩიეს ეს გზა, ნაცვლად იმისა, რომ ნეიტრალური გამხდარიყვნენ და ბუფერულ ზონად ემოქმედათ. ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება და ეს აღარ უნდა განმეორდეს, – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პასკალ ლოტასმა, რომელიც ნეიტრალიტეტის საკითხზე პროგრამას ხელმძღვანელობს.

ლაშა კასრაძე დაინტერესდა, რატომ უშვებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეცდომებს და ამ კონტექტსში მაინ გაიხსენა უკრაინასთან დაკავშირებით სტამბოლის მოლაპარაკებები, რა დროსაც ისრაელის მაშინდელმა პრემიერმა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს ურჩია, რომ უკრაინა გარიგებაზე წასულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„რატომ უშვებენ ლიდერები ასეთ სულელურ შეცდომებს? ახლახან გამახსენდა სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის მარტში. ნაფტალი ბენეტის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პერიფრაზირებას ვაპირებ. ის იყო მომლაპარაკებელი და კულისებს მიღმა, რამდენადაც მახსოვს, ჰკითხა ზელენსკის ხალხს, ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკის უფროსს, ან თავად ზელენსკის, დარწმუნებული არ ვარ: რა არის თქვენი გეგმა? მართლა გჯერათ, რომ აშშ გამოაგზავნის თავის ჯარისკაცებს, რათა დაგეხმაროთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში? იცით, ეს რას გამოიწვევს? ეს გამოიწვევს ნატოს რუსეთის წინააღმდეგ წასვლას. პასუხები, რომლებიც მან მიიღო ძალიან ბუნდოვანი იყო. ამ გადაწყვეტილებების მიღება თითქმის სიზმრის მსგავსი მდგომარეობა იყო. არ იყო გაცნობიერებული ძირითადი რეალობა, თუ რა იყო სასწორზე და რის წინაშე დგებოდა უკრაინა. ნაფტალი ბენეტი აფრთხილებს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რომ გარიგება მიიღონ. საუბარია ნაფტალი ბენეტზე. ეს არ არის ლავროვი ან ვინმე რუსეთის მთავრობიდან. ეს არის ნეიტრალური სახელმწიფო, შეერთებული შტატების მოკავშირე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ [უკრაინას] გარიგება უნდა მიეღო. როგორია თქვენი შეხედულება ამაზე?“, – მიმართა ლაშა კასრაძემ პასკალ ლოტასს, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო:

„ჩვენ გვსურს გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო სამყარო ზოგადად კარგია და რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართალი და რომ სხვა სახელმწიფოები ზრუნავენ ჩვენს ინტერესებზე მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ასე არ არის. სხვა სახელმწიფოები ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე, ზოგჯერ დაუნდობლადაც კი და რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს სტამბოლში, არის ის, რომ თითქმის მზად იყო გადაწყვეტა და შემდეგ ის ტორპედირებული იყო იმ აზრის გამო, რომელიც აშშ-ს, ლონდონსა და ბრიუსელს ჰქონდათ, რომ „თქვენ შეგიძლიათ ბრძოლა, შეგიძლიათ გაიმარჯვოთ და შეგიძლიათ გააძევოთ რუსები, ჩვენ მოგცემთ საკმარის იარაღს“ და ეს იყო საშინელი შეცდომა და უკრაინელებმა რამდენიმე მიზეზის გამო აირჩიეს ეს გზა, ნაცვლად იმისა, რომ ნეიტრალური გამხდარიყვნენ და ბუფერულ ზონად ემოქმედათ. ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება და ეს აღარ უნდა განმეორდეს. რაც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ უფრო დიდი სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან გამოიყენონ პატარა სახელმწიფოები, როგორც ინსტრუმენტი და უკანასკნელი, რაც გინდა გახდე, არის ის, რომ იყო ინსტრუმენტი, რადგან ხელსაწყოთა ყუთში ინსტრუმენტი როგორც კი გაფუჭდება, მას უბრალოდ აგდებთ. ეს მხოლოდ ინსტრუმენტია. მაგრამ ყველაფერი ასე დრამატული არ არის.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ზოგიერთი პატარა სახელმწიფო ძალიან კარგად მუშაობს, თუნდაც ძალიან რთულ სამეზობლოში. შეხედეთ მონღოლეთს. მონღოლეთი მოქცეულია ჩინეთსა და რუსეთს შორის და მონღოლეთი მშვენივრად ვითარდება, როგორც დემოკრატია და ასევე ვითარდებიან ეკონომიკურად და არც რუსეთი და არც ჩინეთი არ ცდილობენ იქ შეჭრას, მათ მოკვლას ან რამე მსგავსს, რადგან ისინი მუშაობენ ორივე მხარესთან და ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამიტომ მონღოლეთიც კარგადაა. ახლა ის, რაც საქართველოს სჭირდება არის სტაბილური კავკასიის რეგიონი, სადაც მისი უშუალო მეზობლები არ ებრძვიან ერთმანეთს. ასე რომ, საუკეთესო, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, არის შეეცადოს დაეხმაროს რეგიონის სტაბილიზაციას იმით, რომ არ ითამაშოს „ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ“. ასე რომ, აქტიური სამშვიდობო პლატფორმა და სტაბილიზაციის პლატფორმა რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი რამეა საქართველოსთვის“, – განაცხადა პასკალ ლოტასმა.

ასევე იხილეთ