მაკა ბოჭორიშვილი: დღეს სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს, ზელენსკის უხმო – ეს არის ჩვენი ევროკავშირისკენ გზა?!

„დღეს სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს, ზელენსკის უხმო – ეს არის ჩვენი ევროკავშირისკენ გზა?! მე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დავსვამდი. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არც მოლდოვის გავლით გადის, არც – უკრაინის. არც იმ გზების გავლით გადის, რა გზებითაც ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ მიდიან”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“.

იგი რადიკალების მიერ გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ქართველ ხალხს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული. დიდი ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ამ ქვეყნის არჩევანი არის ევროკავშირი. მივდივართ ევროკავშირისკენ და ეს ახალი არ არის – ახალი შეთავაზება არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამას ელის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც და მოსახლეობის 85%-იც, რომელიც ევროკავშირს უჭერს მხარს, მაგრამ როგორ მივდივართ იმ ევროკავშირამდე? – ამაზეა საუბარი.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს უხმო. იქ ზელენსკის უხმო, ეს არის ჩვენი ევროკავშირისკენ გზა?! მე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დავსვამდი. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არც მოლდოვის გავლით გადის, არც – უკრაინის. არც იმ გზების გავლით გადის, რა გზებითაც ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ მიდიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ისევე, როგორც ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას – ჩვენ უკვე ვართ კანდიდატი ქვეყანა და ზუსტად ვიცით, როგორი ქვეყანა უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ