ფეთჰულა გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

თურქი მუსლიმი მქადაგებელი, ფეთჰულა გიულენი, რომელსაც ანკარა 2016 გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა, შეერთებულ შტატებში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Reuters-ის ინფორმაციით, გიულენთან დაკავშირებული ვებგვერდის, Herkul-ის ცნობით, გიულენი კვირას საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიულენს რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა, რომლის დროსაც 250 ადამიანი დაიღუპა. გიულენი ამ ბრალდებას უარყოფდა. ის 1999 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

ასევე იხილეთ