“ნაპოლის” გულშემატკივარი: გეყოთ რა კრიტიკა, ხალხმა სტადიონზე სიარული ხვიჩას გამო დაიწყო

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და “ნაპოლის” სამი ქულა პირადად მოუტანა, თუმცა ქართველის კრიტიკა მაინც არ წყდება.

გულშემატკივართა ნაწილს მიაჩნია, რომ კვარაცხელია ისეთივე დონეს ვეღარ აჩვენებს, როგორც საჩემპიონო სეზონში, თუმცა ამ აზრის საპირისპიროს ამბობს “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივარი.

“გეყოთ, რა კრიტიკა, ვის ვაკრიტიკებთ? წლების წინ სტადიონი არც ივსებოდა, ახლა კი ხალხმა თამაშებზე სიარული ხვიჩას სანახავად დაიწყო. ის განსხვავებულია და არავის ჰგავს. მოგწონთ ერთნაირი და უღიმღამო ფეხბურთელები? “ნაპოლიმ ” კვარაცხელია რომ დაკარგოს, ეს ისტორიაში ყველაზე სულელური ნაბიჯი იქნება. “კვარა” ყველასგან გამოირჩევა თავისი სტილით და პრაგმატულად თუ შევაფასებთ, ამ სეზონში სტატისტიკაც მშვენიერი აქვს”, – ამბობს “ნაპოლის” გულშემატკივარი.

შეგახსენებთ, რომ კვარას სერია A-ში უკვე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

წყარო: sportline.ge

ასევე იხილეთ