გურამ მაჭარაშვილი: “მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი” – ზურაბიშვილი ისტორიაში ამ სახელით შევა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი.

„ნაიმპიჩმენტარი ზურაბიშვილი ისევ იმპიჩმენტს ელოდება. დღეს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტზე, ჩვენ განვიხილავთ პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობას, რომლის შემდგომაც უკვე საკონსტიტუციო სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი შევა ისტორიაში, როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციას არღვევს სისტემატურად, ქართულ სახელმწიფოს პატივს არ სცემს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში უწერია, ის უნდა იყოს პირველი გარანტორი კონსტიტუციის დაცვის და საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს, თუ რამდენჯერ და როგორ უხეშად დაარღვია ზურაბიშვილმა კონსტიტუცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სარჩელი სასამართლოს 26 ოქტომბრამდე წარედგინება. საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მეორედ მოუწევს იმსჯელოს, კვლავ დაარღვია, თუ არა ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი.

ასევე იხილეთ