გურამ მაჭარაშვილი: რა გასაკვირია, რომ „თბილისი პრაიდის“ მარშზე ოპოზიციამ ხალხი ვერ მიიყვანა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის 20 ოქტომბრის აქცია-მარშს აფასებს და აცხადებს, რომ ამ აქციაზე ხალხის სიმცირე არ გაჰკვირვებია.

მისივე თქმით, როდესაც “თბილისი პრაიდი” აორგანიზებს, კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას, იქ საზოგადოების უმრავლესობა რომ არ მივიდეს, გასაკვირი არ არის.

„ გუშინდელმა აქციამ, ე.წ. მარშმა აჩვენა ის, რომ მთელი ოპოზიცია და მთელი ენჯეო სექტორი, უცხოური ძალები ევროკავშირის ჩათვლით, საელჩოების ჩათვლით, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, მთელი 1 თუ 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ ამ აქციას და იმისი მეოთხედიც ვერ მოვიდა, სარაც აანონსებდნენ. რა არის გასაკვირი, როდესაც „თბილისი პრაიდი“ აორგანიზებს, კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას, რომ იქ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ