სოფელ წინარეხში არმირებული ცემენტ/ბეტონის გზის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში არმირებული ცემენტ/ბეტონის გზის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.

რთული რელიეფის მქონე გზაზე ამჟამად ბეტონის საფარი იგება, დასრულების  შემდეგ კი ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტები მოეწყობა.

გზის მოწყობის სამუშაო რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  ხორციელდება.

პროექტის დასრულება, რომელსაც შპს „ბესკო“ აწარმოებს, უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას.

ასევე იხილეთ