leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ქურდაძე: ნიკა, ევროპელობას რომ იჩემებ, მილიონები გაფლანგე, თავის გატეხით დამემუქრე

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს – ნიკა გვარამიას მილიონების მითვისება-გაფლანგვასა და ფინანსურ მაქინაციებში ამხელს.

ნიკა გვარამიამ, ამ დღეებში, ჟურნალისტებთან საუბრისას დამალა ქურდაძესთან მრავალწლიანი ნაცნობობა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან გვარამიას მხილება მოჰყვა.

როგორც გიორგი ქურდაძის ღია წერილიდან ვიგებთ, მას შემდეგ, რაც გვარამიას “რუსთავი-2”-იდან გაუშვეს, ის “ომეგა ჯგუფში” შეიფარეს, მათ საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია “იბერია- ტვ”-ი გადასცეს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე, “ომეგა მოტორ ჯგუფის” და “ომეგა ჯგუფის” ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებული შენობები.

“ეტყობა, მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც გაფლანგე „ომეგა ჯგუფის“ 5 მილიონამდე თანხა. „მთავარ არხს“ ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე, რომელიც დღემდე იზრდება და აზარალებს „ომეგა ჯგუფს“ და მის შენატანს „მთავარი არხის“ კაპიტალში. “ნიუ სეილსის” დირექტორ თეა გვარამიასთან ერთად „მთავარი არხის“ ინკასოს პირობებში ფინანსური მაქინაციები ჩაატარე”, – ვკითხულობთ გიორგი ქურდაძის ღია წერილში.

ნიკა გვარამიას თაღლითურ საქმიანობაში მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას გვარიც ფიგურირებს. კერძოდ, ნაყოფიას უცხოეთიდან შემოუტანია 8 მილიონზე მეტი თანხა, რომლის წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტად საზღვრის კვეთისას შევსებული დეკლარაციის ნაცვლად გვარამიას ნაყოფიას პასპორტში ჩარტყმული საზღვრის კვეთის ბეჭდები წარმოუდგენია. ხოლო, როცა გიორგი ქურდაძეს „მთავარი არხის“ სალაროში შეტანილი თანხების წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები მოუთხოვია, ნიკა გვარამია მას თავის გატეხით დამუქრებია.

“ნიკა, ევროპელობას რომ იჩემებ, ევროპული ღირებულებები არ არის პარტნიორის ღალატი, სიცრუე და ფინანსური მაქინაციები. ასეთი ქმედებები არ არის გზა გამარჯვებისაკენ“, – წერს ღია წერილში გიორგი ქურდაძე.

ასევე იხილეთ