leaderboard_below_slide
left_sabechdi

პეტრე მამრაძე: დიდია ალბათობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების 2/3 აიღოს

პოლიტოლოგის, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძის მოსაზრებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების ორი მესამედი აიღოს.

მამრაძის მოსაზრებით, არჩევნების წინ დასავლელი პოლიტიკოსებისა და ელჩების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე წამოსული შეტევები მოახლოებულ არჩევნებზე ირიბი ზეგავლენაა, რაც არანაირ დემოკრატიაში არ ჯდება.

“რასაც ახლა დასავლელი და ევროკავშირის ლიდერები სჩადიან, სამარცხვინო ლაქა იქნება თანამედროვე ისტორიაში. ფაქტობრივად, საქართველოს ამომრჩეველს უგზავნიან “მესიჯს” – თუ “ოცნების” მთავრობა ხელისუფლებაში დარჩა, იზოლაციაში აღმოჩნდებითო. ერთი სიტყვით, როგორც რეიგანის ყოფილი მრჩეველი დაგ ბენდოუ ამბობს, ადგილი აქვს ამერიკის ამპარტავნული იმპერიალიზმის სრულმასშტაბიან მანიფესტაციას საქართველოში. შეერთებული შტატების რისხვა გამოწვეულია არა გამჭვირვალობის კანონით, არამედ იმით, რომ “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან დაუმორჩილებლობას წააწყდა”, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, არჩევნებამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ობიექტური მონაცემებით, დიდია იმის ალბათობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არა მხოლოდ 50%-ზე მეტი აიღოს, არამედ ხმების ორი მესამედიც!

ასევე იხილეთ