leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ჭყონია: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს განვახორციელებთ ერთად, ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის საკეთილდღეოდ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის  დელეგატი გია ჭყონია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, შეხვედრა ჰქონდა სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე დელეგატმა განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრა.  განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს განვახორციელებთ ერთად, ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა გია ჭყონიამ.

ასევე იხილეთ