ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტი, აწ უკვე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ორი ბატონი საკმაოდ წარმატებული მსახური იყო.
“დავხედოთ იმ მოვლენათა რუკას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ჩვენი სწორი „მოძრაობისთვის“ მომავალ არჩევნებში. ვთვლი, რომ ე მიიჩნევს, ვთვლი, რომ დღევანდელი პროცესების გააზრებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მოვლენა. პირველი არის ვარდების რევოლუცია, სადაც ჩართული იყო ამერიკაც, რაც ზედაპირზე ჩანდა: ელჩი მაილსი, პრეზიდენტი ბუში, და რუსეთიც. საგარეო საქმეთა
მინისტრი ივანოვი. ორი ბატონის საკმაოდ წარმატებული მსახური იყო სააკაშვილი. ამ ამბის გახსენება მნიშვნელოვანია, რადგან, ხელისუფლება ამბობს, რომ ახლაც დღის წესრიგშია „ვარდების რევოლუცია 2“ ისევ სააკაშვილის, ანუ „ნაციონალების“ მოსაყვანად. ოპოზიცია ამ ვერსიას მასხრად იგდებს, ანტიევროპულ და პრორუსულ რიტორიკად მიიჩნევს”, – აცხადებს საყვარელიძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, 2003 წელი გვახსენებს, რომ ერთხელ უკვე მოხდა რევოლუციის იმპორტი საქართველოში და ეს პარანოია არაა. პარანოიას მიზეზი არა აქვს.
“2003-ში ასეთი მიზეზი ბუშმა საჯაროდ თქვა თბილისის მიტინგზე, ფერადი რევოლუციებით გავალთ ავღანეთამდე, ანუ კონტინენტს დავიპყრობთ და… დავიჭერთ ნომერ პირველ ტერორისტსო. ახლა, 2024-ში თუ არის ამერიკელებთან რევოლუციის განმეორების სურვილი, მასაც უნდა ჰქონდეს მიზეზი. ვთვლი, რომ ასეთი მიზეზია „ოცნების“ სიჯიუტე, რასთანაც არის დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენები”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.