პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას შეცდომაში შეჰყავს ის ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან, რომ რუსული არტილერია და ტანკები, რომლებიც თბილისიდან 40 კილომეტრში დგას, სააკაშვილისა და ბიძამისის მოყვანილია.
“დღეს ამ ახალგაზრდებს ეუბნებიან – მხოლოდ ე.წ. რუსული კანონი გიშლით ხელს და თუ ამ კანონს გააუქმებთ, ევროკავშირში შემოხვალთო, რაც არნახული მასშტაბის ტყუილია! სამწუხაროდ დასავლეთში ბევრი აჰყვა სააკაშვილია და ნაციონალების დეზინფორმაციას, მაგრამ სულ მალე ეს ტყუილები ისევე გასკდება საპნის ბუშტივით, როგორც სააკაშვილის წამებისა და შიმშილის ისტორია. დასავლეთიცა და მსოფლიოც დაინახავს, რომ საქართველოში არავითარი ავტორიტარული რეჟიმი არ მოდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია საქართველოს ისტორიაში, ვინც კი ოდესმე გვყოლია ერთად
აღებული”, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ “ასავალ დასავალთან” ინტერვიუში.