ნაცები ამხილეს – “პასპორტების სანაცვლოდ 200-200 ლარს არიგებდნენ”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი კოორდინატორი ცირა კვარაცხელია, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებს ამომრჩევლების მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. მან პოლიციასაც კი მიმართა. როგორც აცხადებს, მას შემდეგ, რაც პირადობის ჩამორთმევის ფაქტის შესახებ გაიგო, „ენმ“-ს გაემიჯნა. საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ შეიტანა.

„ვიყავი „ენმ“-ს კოორდინატორი. ვხედავდი რა ხდებოდა, რა სიბინძურეს ჩადიოდნენ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ, პასპორტების სანაცვლოდ არიგებდნენ 200-200 ლარს. ეს რომ ვნახე, გადავწყვიტე მაგათგან განვმდგარიყავი და შევპირდი, რომ ამ ყველაფერს გავასაჯაროებდი. ვხედავდი, რომ ეს იყო სიბინძურე, კანონდარღვევა და გადავწყვიტე, ახლა მივმართო პოლიციას“, – განუცხადა ცირა კვარაცხელიამ „რუსთავი -2“-ს.

ასევე იხილეთ