leaderboard_below_slide
left_sabechdi

დათო მაღრაძე: არ მგონია, ისეთი არბიტრი არსებობდეს გარე სამყაროში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტერესებდეს, ვიდრე თავისი

„არ მგონია, ისეთი არბიტრი არსებობდეს გარე სამყაროში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტერესებდეს, ვიდრე თავისი”, – განაცხადა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორმა, პოეტმა დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისივე თმით, პოლიტიკაში მხოლოდ ორი კატეგორია მუშაობს – ვის რა ინტერესი და შესაძლებლობები აქვს.

„არ მგონია, ისეთი არბიტრი არსებობდეს გარე სამყაროში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტერესებდეს, ვიდრე თავისი. ყველა „არბიტრი” ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ჩადებს არბიტრობაში. აქ ერთადერთი არბიტრი საქართველოს მოსახლეობაა. არანაირი გარე არბიტრი არ სჭირდება ქვეყნის განვითარებას, რომელიც იდეაშიც არ არსებობს. არბიტრი ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობილი. ამ კრიტერიუმებით არ აზროვნებენ პოლიტიკაში. კატეგორიები: კეთილი, მეგობარი, პატიოსანი, არ არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში. მხოლოდ ორი კატეგორია მუშაობს – ვის რა ინტერესი და შესაძლებლობები აქვს. ჩვენი არბიტრია ჩვენი ხალხი“, – აღნიშნა მაღრაძემ.

ასევე იხილეთ