კალცონა კვარაცხელიაზე: ის არის ბიჭი, რომელსაც თუ რაიმე არ გამოსდის, პირველია, ვინც თვითკრიტიკას აკეთებს და ეს ძალიან მომწონს
„ფრანჩესკო სინატიმ მაჩვენა მისი სურათი. ის თავიდან ბოლომდე გუნდის განკარგულებაში იყო. თავიდან ცოტა ინტროვერტი მომეჩვენა, მაგრამ არც ისე ძალიან, რადგან 3 დღის შემდეგ ის იღიმოდა და ყველასთან ხუმრობდა. ის არის ბიჭი, რომელსაც თუ რაიმე არ გამოსდის, პირველია, ვინც თვითკრიტიკას აკეთებს და ეს ძალიან მომწონს.
ხვიჩა ძალიან გაიზარდა ტაქტიკური თვალსაზრისით. ჩემი ხელმძღვანელობით მისი პირველი მატჩები არ იყო მაღალი დონის, მაგრამ ნაწილობრივ ეს ჩემი ბრალია, რადგან ძალიან სწრაფად ვთხოვე ახალი რაღაცები გაეკეთებინა. ის შეჩვეული იყო დაცვით ფაზაში დაბრუნებას, მე მოვთხოვე დაცვით ფაზაში პრევენციული თამაში, რათა ენერგია დაეზოგა. ის იმდენად იყო ჩემს მოთხოვნებზე ორიენტირებული, რომ მისი მთავარი თვისებები დაკარგა“, – თქვა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანჩესკო კალცონას ხელმძღვანელობით საწყის ორი მატჩში თავი ვერ გამოიჩინა და ორჯერვე შეცვალეს, მაგრამ ბოლო ორ მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.