„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივსა და ჰაიფაში მდებარე სადაზვერვო და სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო.

ასევე იხილეთ