პოლიტოლოგის, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძის მოსაზრებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავისი საჯარო გამოსვლებით დღეს არანაკლებ რისკავს, ვიდრე 2012 წელს.
მამრაძე ივანიშვილს ურჩევს მუდმივად ახსოვდეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას სიტყვები, რომელიც მზად არის მილიონი გადაუხადოს ივანიშვილის მკვლელს.
„ბიძინა ივანიშვილი რუსეთისკენ არ მიგვაქანებს! ხელისუფლებამ მტკიცედ, მშვიდად და ღირსეულად უნდა იმოქმედოს – აკი, მსოფლიოში სრულდება ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ეპოქა. აქვე ბიძინა ივანიშვილს ვეტყოდი, თავს გაუფრთხილდეს! მუდმივად ახსოვდეს თემურ ალასანიას სიტყვები – მილიონ დოლარს მივცემ იმას , ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ივანიშვილსო. დღეს იგი თავის საჯარო გამოსვლებით არანაკლებ რისკავს, ვიდრე 2012 წელს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია საქართველოს ისტორიაში“, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში.