გოგა ხაინდრავა: სასოწარკვეთილი ცდილობს, შვება ქართულ პოლიტიკაში იპოვოს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რეჟისორ გოგა ხაინდრავას აზრით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად და ბელადად ოპოზიციას არა, მაგრამ მიხაილ როთის გამოადგება, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ეძებს შვებას.

„წარმოიდგინეთ, როგორი გადაგვარებული, მოშლილი და მორღვეულია ამერიკის იმპერია, რომელიც ფსონს სალომე ზურაბიშვილზე დებს და ჰგონია, რომ ეს უმეცარი ქალი ოპოზიციის ლიდერად გამოდგება.

სინამდვილეში, ერთადერთი ვისაც სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ლიდერად და ბელადად გამოადგეს, ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც უკვე მესამე ქმარმა მიატოვა და სასოწარკვეთილი ცდილობს, შვება ქართულ პოლიტიკაში იპოვოს“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

ასევე იხილეთ