პეტრე მამრაძე: ბიძინა ივანიშვილი რუსეთისკენ არ მიგვაქანებს!

პოლიტოლოგის, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძის მოსაზრებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას რუსეთისკენ არ მიაქანებს.

მისი აზრით, თუ ვინმემ გააკეთა საქართველოში რუსეთისთვის სასარგებლო საქმე, ეს ექსპრეზიდენტი სააკაშვილია და დასავლელ ლიდერებს ურჩევს გაიხსენონ მათივე მეცნიერების დასკვნები.

„ ბიძინა ივანიშვილი რუსეთისკენ არ მიგვაქანებს! დასავლელ ლიდერებს იოტისოდენა სინდისი რომ ჰქონდეთ, გაიხსენებდნენ, რას წერდნენ სააკაშვილზე მათივე მეცნიერები, მათ შორის მიტჩელი – პუტინის უერთგულესი აგენტიც კი ვერ გააკეთებდა იმას, რაც სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, მან ყველაფერი გადასცა რუსეთს, რაც ღირებული ჰქონდა საქართველოს – 13 წესი, ოქროს, სპილენძისა და მანგანუმის მოპოვება, წყალმომარაგების ქსელი, შემოიყვანა „ვითიბი ბანკი“…. “, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

ასევე იხილეთ