leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: შევიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ევროპისკენ მივდივართ ღირსებითა და მშვიდობით

„შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, საქართველო ყოველთვის შეინარჩუნებს მშვიდობას და ამ მშვიდობის მთავარი გარანტი „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას.

„საზოგადოება შეიკრიბება იმისთვის, რომ უარი თქვას გარყვნილების პროპაგანდაზე და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ მხოლოდ ქართული ოცნებაა იმისი გარანტი, რომ ჩვენი ტრადიციები, კულტურა იდენტობა, მუდამ იქნება შენარჩუნებული. შევიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვნახოთ გარე ძალებს, რომლებიც ასე უხეშად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში იმისთვის, რომ რადიკალური აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიცია მოაბრუნონ მთავრობაში, რომ ამის არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნიათ. შევიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევე ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ მივდივართ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ხვალ, თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ