leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი ფეხბურთელების მიმართ რადიკალების შეტევაზე: ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს

რადიკალების მიერ ფეხბურთელებზე განხორციელებულ მორიგ შეტევას ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რადიკალების ქმედება არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს.

“ნებისმიერი პირი, რომელიც მათთვის პოლიტიკური შეხედულების გამო, აზრის გამო, სიმღერის გამო, კონკრეტულ სცენაზე ასვლის გამო და კონკრეტული პოზიციის დაფიქსირების გამო მიუღებელია, ისინი მზად არიან, ის, მისი ოჯახი, მისი ახლობლები ფეხქვეშ გათელონ მორალურად. ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს. დააკვირდით, არცერთი ბიუროკრატი, კონკრეტული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის მიუღებელი, ეს არ შეიძლება. პირიქით, მათი დუმილით ისინი როგორც ჩანს იწონებენ ამ გამონათქვამებს და ეს არის კატასტროფა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ