leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარესთან ნინო წილოსანთან და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას შვილიშვილთან ლიკა შარტავასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის გაერთიანებისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ საკითხებს. მონაწილეებმა ერთმანეთს მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობილი შეხედულებები გაუზიარეს.

„განსაკუთრებით მეამაყება, რომ ჩვენს რიგებში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას შვილიშვილი ლიკა შარტავა არის. ჟიული შარტავამ პირადად ჩემს ცხოვრებაში ისტორიული კვალი დატოვა, ის არის ჩემი პატრიოტული სულისკვეთების განმაპირობებელი, სამშობლოსთვის თავგანწირვის მწვერვალი, თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრების მაგალითი, სიმბოლო თავდადების, ერთგულების, ყველა მის გვერდში მდგომ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ზვარაკად შეეწირნენ საქართველოს ერთიანობას, ქართველთა და აფხაზთა ღირსებას.

დღეს, დიდი იმედით ვართ გამსჭვალული, რომ ძალიან მალე გავაერთიანებთ საქართველოს, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ დიდგორი უნდა მოვიგოთ და მერე ქვეყნის გაერთიანება უნდა დავიწყოთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ პატიებით, ურთიერთგაგებით, სიყვარულით მოხდება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

ასევე იხილეთ