leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში

„თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„დღეს „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც ითხოვს ხმას მოქალაქეებისგან, ნებისმიერი მათგანი, იმ მომენტში [რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას] რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დაჰყვებოდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჟღერდებოდა [პარტნიორების მხრიდან], დააწესებდა სანქციებს [რუსეთის მიმართ], გაუშვებდა თუ არა მოხალისეებს [უკრაინაში], ჩაკეტავდა თუ არა ცას, საზღვარს, შემოიღებდა თუ არა სავიზო რეჟიმს და ა.შ.?! ყველა ხომ ვხვდებით, რომ პასუხი არის – კი. ამას თუ ვხვდებით, იმასაც ხომ ვხვდებით, რომ ეს ადამიანები [ოპოზიცია] პირდაპირ ომში გაგვაქანებდნენ იმ მომენტშივე, როგორც კი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. სინამდვილეში, რა გამოჩნდა იცით? თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო. ზუსტად ეს არის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდის, მათ შორის შეიძლება შენი მეგობრების დინებისგან განსხვავებულია, მაგრამ არის შენი ხალხის ინტერესში. ეს გააკეთა მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ და ამას არ გააკეთებდა არცერთი დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ